ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გენადი მაკარიძე

გენადი მაკარიძე

გენადი მაკარიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1976 წლის 11 იანვარს ქ. თერჯოლაში.

განათლება

1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თერჯოლის N 2 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტი, მეორადი ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგის სპეციალობით.

2006 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის ქელბაქიანის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი.

2010 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2011 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

2004-2005 წელს მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში დარაჯად.

2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კურიერად.

2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს სხდომის მდივნად, შემდეგ მოსამართლის თანაშემწედ.

2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსად.

2010-2011 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2012 წელს იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტი.

2012-2018 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2021 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უვადოდ - კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.