პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1967 წლის 26 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონში.
განათლება
1985 წელს დაამთავრა ზუგდიდის საშუალო სკოლა-ინტერნატი.
1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1985-1987 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1993-1998 წლებში მუშაობდა სოხუმის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლის, გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის და სამხედრო პროკურორის მოადგილის თანამდებობებზე.
1999-2005 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.
2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2006-2009 წლებში იყო გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2009-2010 წლებში იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2010-2012 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
2012-2015 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.