პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1972 წლის 22 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში.
განათლება
1989 წელს დაამთავრა კაჭრეთის საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2010-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1995-1997 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად.
1997-1998 წლებში მუშაობდა ამავე რაიონის პროკურატურის გამომძიებლად.
1998-2000 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.
2000-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურორის უფროს თანაშემწედ სამხედრო და ტრანსპორტის პროკურატურებში კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის ხაზით.
2002 წლის მარტიდან ივლისამდე მუშაობდა იუსტიციის მინისტრის აპარატის უფროსად.
2002-2004 წლებში მუშაობდაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს უფროსად.
2004 წელს მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის უფროს თანაშემწედ განსაკუთრებულ დავალებათა ხაზით, ხოლო აპრილიდან ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.
2004-2006 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურორის მოადგილედ - საგამოძიებო ნაწილის უფროსად.
2006-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურორად.
2007-2008 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონულ პროკურორად.
2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსად.
2010 წელს იყო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი.
2012 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება.
არის ღირსების მედლის კავალერი.