ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გასაჩივრება საკვალიფიკაციო პალატაში

10 ივნისი 2019

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის 1/108 გადაწყვეტილებით, ზოგიერთ კანდიდატს უარი ეთქვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში კანდიდატად რეგისტრაციაზე.

პირმა, საბჭოს უარი მის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების ან წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის თაობაზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შეიძლება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, 2019 წლის 10-11 ივნისს.