2024 წლის 3 სექტემბერს 11:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებს: დავით თეთრაულს, ქეთევან ლოთიშვილს, ლელა მარიდაშვილს, სოსო სალთხუციშვილს, თამთა საჯაიას, ნინო ჩინჩალაძეს, მარიამ ჩუბინიძეს, ზვიად ცეკვავას, ვლადიმერ წითლაურსა და სალომე ჯაბიძეს გაესაუბრება.
მოსმენის პროცესი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართება.