2021 წლის 12 ნოემბერს 11:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - ბესარიონ ალავიძეს და გია ბერაიას გაესაუბრება.
მოსმენა 2020 წლის 20 ნოემბრის #1/207 განკარგულების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გაიმართება.
მოსმენის პროცესი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში ჩატარდება.