საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2020 წლის 2 ნოემბრის #1/138 განკარგულების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში აგრძელებს გასაუბრებას.
1 ივლისს 11:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმენენ.
გასაუბრება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პაატა შავაძესთან, დიმიტრი გვრიტიშვილთან და თამარ ალფაიძესთან გაიმართება.