ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გასაუბრება

29 ივნისი 2021

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2020 წლის 2 ნოემბრის  #1/138 განკარგულების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში აგრძელებს გასაუბრებას.

30 ივნისს 11:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმენენ.

გასაუბრება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნინო ხარიტონაშვილთან და თამარ ოქროპირიძესთან გაიმართება.