ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გასაუბრება

28 ივნისი 2021

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2020 წლის 2 ნოემბრის #1/138 განკარგულების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გასაუბრებას იწყებს.

29 ივნისს 12:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმენენ.

გასაუბრება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან კოკორაშვილთან და გენადი მაკარიძესთან გაიმართება.