2021 წლის 23 აპრილს 14:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატს მოუსმენენ.
გასაუბრება საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამირან ძაბუნიძესთან გაიმართება.