ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გასაუბრება

04 მარტი 2021

2021 წლის 5 მარტს 11:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატს  მოუსმენენ.

გასაუბრება საქართველოს უზენაეს სასამართლოში ირაკლი ქსოვრელთან გაიმართება. დაგეგმილი იყო პაატა შავაძის მოსმენაც, თუმცა კანდიდატის განცხადების საფუძველზე მოსმენა გადაიდო სხვა დროისთვის.