საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2015 წლის მაისში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღები კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებულ იქნა ყველა კანდიდატი. გასაუბრების ეტაპს გაივლის 112 კანდიდატი (ერთმა კონკურსანტმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე).
კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს 2015 წლის 11 მაისიდან ყოველდღიურად ანბანური თანმიმდევრობით და გაგრძელდება მიმდინარე და მომდევნო კვირაში.
ყველა კანდიდატის ინფორმირება ხდება წინასწარ გასაუბრების ინდივიდუალურ თარიღსა და დროსთან დაკავშირებით.