იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი დასრულდა.
დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატს ვასილ როინიშვილს მოუსმინეს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის 18 სექტემბერს მიიღო.