ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება!

29 სექტემბერი 2015

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2015 წლის 28 სექტემბერს, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 131  მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე, თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

  1. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 3 საშტატო ერთეული;
  2. სამოქალაქო საქმეთა პალატა - 1 საშტატო ერთეული;
  3. სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - 2 საშტატო ერთეული;
  4. საგამოძიებო კოლეგია - 1 საშტატო ერთეული.

 

აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნის მსურველმა მოსამართლეებმა შესაბამისი განაცხადი უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მატერიალური სახით ან გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: t.japaridze@hcoj.gov.get.magradze@hcoj.gov.ge