2010 წლის 22 აპრილს საქართველოს უზენაესი, თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და თანამშრომლებმა გლდანის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ნეკერჩხლის 350 ძირი ნერგი დარგეს.
აქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II –ის კურთხევით და ქ.თბილისის მერიის ინიციატივით დაწყებული პროგრამის – "დარგე შენი ხე, გაამწვანე თბილისი" – ფარგლებში გაიმართა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თითოეულმა ადამიანმა წელიწადში 12 ნერგი უნდა დარგოს.