საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთები მიიღება 2010 წლის 1 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე (შესვენება 14-დან 15 სთ-მდე).
მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლოების საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ასევე პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.
1. მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელზე კონკრეტული ვაკანტური ადგილის მითითებით;
ბ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოწმობის ასლი;
დ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
ე) ორი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი);
ვ) ავტობიოგრაფია.
2. ყოფილმა მოსამართლემ, ასვე პირმა რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ არ დაინიშნა თამამდებობაზე მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელზე კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მიერ გაცემული ცნობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ;
გ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოწმობის ასლი;
ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
ზ) ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
თ) ორი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი);
ი) ავტობიოგრაფია.
3. მოქმედმა მოსამართლემ, ასევე ყოფილმა მოსამართლემ, რომელსაც უფლებამოსილება გაუვიდა კონკურსის ჩატარებამდე არა უადრეს 6 თვისა, სამდივნოში რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინოს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელზე კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ.