ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი

18 ოქტომბერი 2017

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი.

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს.

2. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელი.

მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც პირი განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან), ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით.

რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით.

პირის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს მის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ პირის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემების) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 352 მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე.                                       გთხოვთ, რეგისტრაციის შემდგომ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის დედანი წარმოადგინოთ/გამოგზავნოთ ფოსტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 

ვაკანსიები.