ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღება

27 დეკემბერი 2019

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 26 დეკემბრის №1/365 გადაწყვეტილებით გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან არ არის გასული 10 წელი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები:

ა) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა;

ბ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

გ) ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ;

დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ID ბარათი;

ე) ფოტოსურათი 3X4.

გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიოთ „განაცხადის შეტანა“. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც განაცხადი არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი.

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Internet Explorer-ის ან Google Chrome-ის ბრაუზერით.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2020  წლის 10 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით.

პროგრამული ხარვეზისა და სხვა შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

(32) 2 273 100 (+) 128, 111 (შიდა); 2 27 31 09.