საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთები მიიღება 2009 წლის 6 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე (შესვენება 14-დან 15 სთ-მდე)
სკოლაში მიღების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) სერტიფიკატი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ;
ბ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ვ) ავტობიოგრაფია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. #12
ტელ./ფაქსი.: 27-31-09 ტელ.: 27-31-00 + შიდა 111, 128, ან 130