ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღება

09 აპრილი 2011

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსს. 

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთები მიიღება 2011 წლის 11 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე (შესვენება 14-დან 15 სთ-მდე).

სკოლაში მიღების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) სერტიფიკატი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ;
ბ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ვ) ავტობიოგრაფია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. #12 
ტელ./ფაქსი.: 27-31-09  ტელ.: 27-31-00 + შიდა 111, 128, ან 130

 

იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსზე დასწრების მსურველ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომარდგენლებს, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კერძოდ შემოიტანოთ განცხადება ან დარეკოთ ტელეფონზე 877 28 52 59,  მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით.