წერითი გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 10 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს.
შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში (მის.: ბოჭორმის ქუჩა 12) 4 და 5 თებერვალს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (5 თებერვალს შესვენება 12:00 საათიდან 14:00 საათამდე).