ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს.
შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში (მის.: ბოჭორმის ქუჩა 12) 29 იანვარს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე და 30 იანვარს 10:00 საათიდან 16:30 საათამდე.