გამოსაცდელთა საყურადღებოდ!
მოსამართლეობის მორიგი საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტური გამოცდა ჩატარდება 2011 წლის 26 მარტს. რეგისტრაცია დაიწყება 9 საათზე.
მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #11(უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა, მაღლივ კორპუსთან)
გამოცდის ხანგრძლივობაა 5 საათი.
გ ა მ ო ს ა ც დ ე ლ ე ბ ო, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ინსტრუქტაჟს -
ი ნ ს ტ რ უ ქ ტ ა ჟ ი
* გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდაზე 9 საათზე. 9 საათსა და 30 წუთზე შენობის შესასვლელი კარი დაიხურება და დაგვიანებული გამოსაცდელი გამოცდაზე არ დაიშვება.* გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს მოქალაქის პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ფურცლით. პირი, რომელსაც არ ექნება აღნიშნული დოკუმენტები, გამოცდაზე არ დაიშვება.
* გამოსაცდელმა თან არ უნდა იქონიოს ნორმატიული აქტები, კანონთა კომენტარები, სახელმძღვანელოები ან სხვა ანალოგიური მასალა, ასევე მობილური ტელეფონი ან/და სხვა ტექნიკური საშუალებები.
* საგამოცდო დარბაზში შესვლის წინ დამკვირვებლების მიერ მოხდება პირის იდენტიფიკაცია მოქალაქის პირადობის მოწმობისა და საგამოცდო ფურცლის შედარების საფუძველზე.
* დარბაზში შესვლის წინ გამოსაცდელი მიიღებს ადგილის ბარათს ადგილის ნომრის აღნიშვნით, რომლის შესაბამისად დაიკავებს ადგილს საგამოცდო დარბაზში. თვითნებურად ადგილის დაკავების შემთხვევაში პირი მოიხსნება გამოცდიდან.
* ადგილის დაკავების შემდეგ გამოსაცდელმა მაგიდაზე უნდა მოათავსოს საგამოცდო ფურცელი ისე, რომ ფოტოსურათი თვალსაჩინო იყოს დამკვირვებლებისათვის.
* გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელი ვალდებულია დაიცვას წესრიგი, კერძოდ თავი შეიკავოს საუბრისა და საგამოცდო პროცესისათვის ხელისშემშლელი სხვა ქმედებებისაგან. ნებისმიერი ასეთი ქმედების პირველად ჩადენისათვის გამოსაცდელი მიიღებს გაფრთხილებას, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
* გამოცდის მიმდინარეობისას ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელს უფლება აქვს დატოვოს დარბაზი მხოლოდ დამკვირვებელთან წინასწარი შეთანხმებით. დარბაზის დატოვებამდე იგი ვალდებულია ჩააბაროს საგამოცდო ტესტი და პასუხების ფურცელი სპეციალურად უფლებამოსილ პირს.
* საგამოცდო დარბაზის დატოვება ერთდროულად შეუძლია მხოლოდ 3 გამოსაცდელს, თითოეულს 5 წუთის ხანგრძლივობით.
* საგამოცდო დარბაზის მიმდებარე საგანგებოდ შემოსაზღვრული ტერიტორიის დატოვება დაუშვებელია.
* გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ _ დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. 30 წუთიანი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი.
* საგამოცდო ტესტი და პასუხების ფურცელი დაკეცვის ან სხვაგვარად დაზიანების შემთხვევაში არ მიიღება საგამოცდო კომისიის მიერ და შესაბამისად გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0 (ნული).
* გამოცდის მიმდინარეობისას პრეტენზია დაიშვება მხოლოდ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. საგამოცდო ტესტში შინაარსობრივი ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში გამოსაცდელს შეუძლია მიმართოს საპრეტენზიო კომისიას, გამოცდების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ.
ინსტრუქტაჟით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში
უპირობოდ მოიხსნებით გამოცდიდან.