დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიხსნა კონფერენცია თემაზე "მართლმსაჯულების ხარისხი და მისი თანამედროვე გამოწვევები".
კონფერენციაზე საუბარი იქნება მართლმსაჯულების ხარისხის მიმართ ტრადიციულ და თანამედროვე მიდგომებზე, ხარისხის სტანდარტებსა და მისი მონიტორინგის მექანიზმებზე. კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოხსენებებს გააკეთებენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის ოფისის, ასევე მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კონფერენცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის ფარგლებში იმართება და ორ დღეს გაგრძელდება.