2015 წლის 3 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლის დონაციის აქცია გაიმართა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, აქციაში მონაწილეობის მსურველთათვის დილიდან, იაშვილის კლინიკის ,,სისხლის ბანკის“ მობილური ჯგუფი მუშაობდა.
აქციაში ”გაიღე სისხლი - გადაარჩინეთ სიცოცხლე!“ მონაწილეობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა - ლევან მურუსიძემ და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს.