2016 წლის 18-19 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF) ფარგლებში გაიმართა ორდღიანი ტრეინინგი თემაზე: ირიბი მტკიცებულება და ევროსასამართლოს სხვა სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით.
ორდღიან ტრეინინგს უძღვებოდა ევროპის საბჭოს კონსულტანტი ჯერემი მაკბრაიდი ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტთან, ნანა მჭედლიძესთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ჰიპოთეტური კაზუსების მაგალითზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ირგვლივ შემდეგ საკითხებს: მტკიცებულებებთან მიმართებით ზოგადი მიდგომა, მტკიცების ტვირთი და სტანდარტი; ჯვარედინი დაკითხვა და ირიბი მტკიცებულება; დანაშაულზე წაქეზება; მტკიცებულებების გამჟღავნება; უდანაშაულობის პრეზუმფცია; იურიდიული წარმომადგენლობა; თვითინკრიმინაცია და საპროცესო შეთანხმება.
ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ მოქმედი ადვოკატები, აგრეთვე, სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლები.