2011 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულ კანდიდატებთან გასაუბრება.
ასევე, ჩატარდა სასამართლო სისტემაში დანერგილი ვიდეოკომუნიკაციის ტესტირება, რომელიც სხდომების ვიდეოტრანსლირებით ჩატარების საშუალებას იძლევა.