საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით გაგრძელდა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა. რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 9 თებერვლის ჩათვლით.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაკონკრეტდა სასამართლოში არსებული ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალი კოლეგიებისა და პალატების მითითებით, კერძოდ ცვლილება შეეხო 4 სასამართლოში გამოცხადებულ ვაკანსიას. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა განაცხადის გაკეთებისას, ქვემოთ ჩამოთვლილ სასამართლოებთან მიმართებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, ვაკანსიაზე არსებული სპეციალიზაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლო:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა - 1 საშტატო ერთეული;
ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 1 საშტატო ერთეული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო:
ა) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - 1 საშტატო ერთეული;
ბ) სამოქალაქო საქმეთა პალატა - 1 საშტატო ერთეული;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 1 საშტატო ერთეული.
თბილისის საქალაქო სასამართლო:
ა) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - 1 საშტატო ერთეული.
ბათუმის საქალაქო სასამართლო:
ა) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - 1 საშტატო ერთეული.