ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბორჯომში ადამიანური რესურსების მართვის მოხელეების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

09 ოქტომბერი 2017

მიმდინარე წლის 7-8 ოქტომბერს, ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ორანიზებით  და ფინანსური მხარდაჭერით ბორჯომში, სასტუმრო „ქრაუნ პლაზაში“,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეებთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში ჩართული მოხელეებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა HR ტრენერი ირმა ოქროპირიძე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევები, შეთანხმდნენ ერთიანი HR პრაქტიკისა და ამ ეტაპისათვის პრიორიტეტული მიმართულებების დადგენაზე.

ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს განსახორციელებელი ღონისძიებების 3 თვიანი გეგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მენეჯერები და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების თანამშრომლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები.