ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიძინა სტურუა

ბიძინა სტურუა

ბიძინა სტურუა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1980 წლის 17 ივლისს ქუთაისში.

განათლება

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის N 1 საშუალო სკოლა.

2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.

2005 წელს დაამთავრა მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა(გერმანია).

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2001-2002 წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით უძღვებოდა სემინართა კურსს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის.

2006 წელს ჩათვლით გაიარა სტაჟირება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

2006-2010 წლებში მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2006-2010 წლებში იყო ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2011-2012 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2012-2013 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2012-2019 წლებში იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2013-2019 წლებში იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2019 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე.

2019-2021 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე.

2021 წლის ივნისიდან ივლისამდე იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თიანეთის მუნიციპალიტეტში.

2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.