ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბესიკ ბუგიანიშვილი

ბესიკ ბუგიანიშვილი

ბესიკ ბუგიანიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1980 წლის 7 აპრილს ქ. თბილისში.

განათლება

1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 174 საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2003-2004 წლებში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2010 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

დამატებითი ინფორმაცია

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში წამყვან სპეციალისტად.

2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.

2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსად.

2009-2010 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის მაისიდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში.

2019 წლის ივნისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.