ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბესარიონ ტაბაღუა

ბესარიონ ტაბაღუა

ბესარიონ ტაბაღუა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 1 თებერვალს ქ. თბილისში.

განათლება

1996 წელს დაამთავრა რუსთავის პირველი გიმნაზია.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2007-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2003-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სტაჟიორი.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს სტაჟიორი პროკურორი.

2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორად.

2007 წელს მუშაობდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურაში პროკურორად.

2009 წელს მუშაობდა სს ''მშენმექანიზაციაში'' იურისტად.

2009-2010 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2009-2010 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში.

2010-2011 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2011-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.