მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
ზ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.
"ე", "ვ" და "ზ" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოშო (მისამართი: ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) უნდა წარმოადგინონ:
ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია ან CV;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3/4);
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
საბუთების წარდგენის ვადაა 2012წლის 01 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით, 09:30 საათიდან - 18:30 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს სამი კვირისა.
დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში მისამართზე: ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30, ტელ: (0422)27-97-33/40/43
+ შიდა 125 ან 223; მობ: 577-14-88-18