ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბადრი ნიპარიშვილი

ბადრი ნიპარიშვილი

ბადრი ნიპარიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1985 წლის 19 სექტემბერს, ქ. კასპში.

განათლება

2002-2006 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2006-2008 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში, მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2010-2011 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკურ სკოლაში.

2013 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლეს სკოლა.

2015 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

სამუშაო გამოცდილება

2006 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სპეციალისტ-სტაჟიორად.

2007-2008 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.

2008-2012 და 2013-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე.

2016 წლიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

დამატებითი ინფორმაცია

პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა:

2014-2015 წლებში იყო პროექტის - „მართლმსაჯულების გაძლიერება“ ფარგლებში საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის მიერ ჟურნალისტებისა და მოსამართლეებისათვის, ასევე ბათუმის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის ორგანიზებული ტრენინგებისა და სემინარის ტრენერი.

2015 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი.

2016 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი/ექსპერტი.

სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 

არის სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადების თანაავტორი და რედაქტორი (2015).

არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი სისხლის სამართლის საკითხებზე.

სასწავლო კურსები/ტრენინგები:

2007 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.

2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2016 წელს გაიარა სპეციალური მომზადება თემაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ასევე არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

გავლილი აქვს ტრენინგები და სემინარები ადამიანის უფლებებზე, სისხლის სამართალზე, ტრეფიკინგზე, სწავლების მეთოდებზე, პროექტის მენეჯმენტზე.

2011 წელს მონაწილეობდა ევროპის საბჭოს დემოკრატიის საზაფხულო უნივერსიტეტში თემაზე “პოლიტიკა და ეთიკა” (სტრასბურგი, საფრანგეთი).

2011-2015 წლებში კანონის უზენაესობისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხებზე, ასევე სასამართლო სისტემების გაცნობის მიზნით, სასწავლო ვიზიტებით იმყოფებოდა ნორვეგიაში, სერბეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში.

სხვა პროფესიული საქმიანობა:

2009-2010 წლებში იყო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების წევრი.

2010-2011 წლებში იყო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე გადაწყვეტილებათა ნიმუშების, ასევე მტკიცებულებისა და მტკიცების წესებისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების შესახებ საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის რეკომენდაციების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების წევრი.

2014 წელს მიწვეული იყო ექსპერტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებით განხილვაზე.

2014-2015 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადების განმსაზღვრელი კომისიის მდივანი.

2014-2015 წლებში იყო ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს ფარგლებში „წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვისა და გამოძიების მექანიზმის შექმნის“ თემაზე არსებული სამუშაო ჯგუფის ექსპერტი.

2014-2016 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ანალიზის, განზოგადებისა და სისტემატიზაციის დადგენის სამუშაო ჯგუფის წევრი.

 

არის მოყვარული მხატვარი. გამართული აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა. მონაწილეობს ასევე ჯგუფურ გამოფენებში.