პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 23 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფ. ქვემო ბოდბეში.
განათლება
1994 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა.
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.
2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით იუსტიციის სამინისტროში წარმატებული მუშაობისათვის.
2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება
2000-2007 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტებზე.
1999-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს მთავარი რედაქტორის მოადგილედ.
2007-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2012 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.