2016 წლის 25 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 9 ახლადდანიშნულმა მოსამართლემ ფიცი დადო. ახლადგამწესებული მოსამართლეები იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულები არიან, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
მოსამართლეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მიულოცეს.