დღეს, ახლადდანიშნულმა მოსამართლე - არსენ კალატოზიშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცი დადო. მოსამართლის ფიცის დადების ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
არსენ კალატოზიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2012 წლის ნოემბრის თვეში დაინიშნა. მასთან ერთად საერთო სასამართლოების სისტემაში დაინიშნა კიდევ 6 მოსამართლე, რომელთაც მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდათ.
მოსამართლის თანამდებობაზე ახალი ვადით დაინიშნენ: ვერა დოლიძე და მარინე იმერლიშვილი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლო), თამარ ჭუნიაშვილი (თბილისის საქალაქო სასამართლო), დავით სვანაძე (სამტრედიის რაიონული სასამართლო), ტარიელ ტაბატაძე (გორის რაიონული სასამართლო) და ლეილა გურგუჩიანი (ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე).