ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ, 10 - თვიანი სწავლების კურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარეს. ფიცის დადების შემდეგ მოსამართლეები პირველი ინსტანციის სასამართლოებში, კერძოდ, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში შუდგებიან უფლებამოსილების განხორციელებას.
ამავე დღეს ოთხი მოსამართლე: მზია ლომთათიძე, მარინა კიკნაძე, ლელა შკუბულიანი და ხათუნა არევაძე, რომელთაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ, დაინიშნენ ახალი 10 წლიანი ვადით.
მოსამართლის ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.