ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

31 ივლისი 2015

2015 წლის 31 ივლისს უზენაეს სასამართლოში შვიდმა ახლადდანიშნულმა  მოსამართლემ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე ფიცი დადო.

ახლადგამწესებული მოსამართლეები იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულები არიან, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.

ახლადდანიშნულ მოსამართლეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, USAID-ის მიერ დაფინანსებული PROLoG-ის პროექტის ექსპერტმა და  ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა მოსამართლემ თიმ ბალანდიმ მიულოცეს.

ახლადდანიშნული შვიდი ახალი მოსამართლე უფლებამოსილებას თბილისის საქალაო სასამართლოში განახორციელებს.