2011 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ოთხმა ახალმა მოსამართლემ: ბიძინა სტურუამ, დავით ახალბედაშვილმა, ბადრი შონიამ და დავით ნარიმანიშვილმა საზეიმო ვითარებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიცი დადეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ ახლადდანიშნულ მოსამართლეებს დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ, 10 - თვიანი სწავლების კურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარეს. ფიცის დადების შემდეგ მოსამართლეები თბილისის და საქართველოს რეგიონების სასამართლოებში შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას.
მოსამართლის ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
ფიცის დადების ცერემონიას რუსთავის სკოლა - ლიცეუმის უფროსკლასელებიც დაესწრნენ.