ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

24 ივნისი 2009
 2009 წლის 23 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის რვა კურსდამთავრებულმა: გიორგი ზვიადაძემ, ბესარიონ ტაბაღუამ, გიორგი დარახველიძემ, თამარ ბურჯანაძემ, ზაზა მარტიაშვილმა, მაია სვიანაძემ, რევაზ ნადარაიამ და ირაკლი ბონდარენკომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცს დადეს.

ეს პირველი ნაკადია, რომელმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 14-თვიანი სწავლების კურსი გაიარა. ახლადდანიშნული მოსამართლეები რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში შეასრულებენ მოსამართლის უფლებამოსილებას.

მოსამართლის ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოწვეულ სტუმრებს შეხვდა .