2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ექვსმა ახლადდანიშნულმნა მოსამართლემ: იოსებ ბაღათურიამ, გიორგი ებანოიძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, გიორგი ტყავაძემ და გიორგი არევაძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიცი დადო.
ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უკვე გაიარეს სპეციალური სასწავლო კურსი და ისინი სხვადასხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში გადანაწილდებიან.
მოსამართლეების ფიცის დადების ცერემოანიას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მან სასამართლო რეფორმის ახალ ტალღაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა რეფორმის ისეთ ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და მათი სოციალური გარანტიების განმტკიცება.
საქართველოს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ მოსამართლეებს წარმატებები უსურვა სამართლიანობის დაცვის საქმეში.