ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

16 ნოემბერი 2007
                                                                                                    
დღეს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 8 ახლად დანიშნულმა მოსამართლემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიცი დადო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საბჭოს წევრები დაესწრნენ.
         ახლადდანიშნული მოსამართლეები: ვალერი ცერცვაძე, დიმიტრი მჭედლიშვილი, მაკა გორგოძე, თამარ ბეჟანიშვილი, ნანა დარასელია, ეკა ზარნაძე, ირაკლი შენგელია უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში განახორციელებენ.
მოსამართლეთა შერჩევა მათი ინტელექტის, პროფესიული გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, საქმისადმი დამოკიდებულებისა და კომუნიკაბელობის გათვალისწინებით მოხდა.
       დღესვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახალი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე წარადგინა.