2008 წლის 3 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხუთმა ახლადდანიშნულმა მოსამართლემ: ლევან თევზაძემ, ნათია ქუთათელაძემ, თემურ გოგოხიამ, ვასილ მშვენიერაძემ და დავით მამისეიშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიცი დადეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი საკონკურსო წესით შერჩევა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების, კანდიდატების საქმიანი და მორალური რეპუტაციისა და პროფესიული მუშაობის გამოცდილების
გათვალისწინებით მოხდა.
ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უკვე გაიარეს ტრენინგი და ისინი სხვადასხვა, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში გადანაწილდებიან.
ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უკვე გაიარეს ტრენინგი და ისინი სხვადასხვა, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში გადანაწილდებიან.