2014 წლის 29 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე შვიდმა ახალმა მოსამართლემ ფიცი დადო.
ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 27 მაისის სხდომაზე, მოსამართლეობის კანდიდატებიდან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით 10 მოსამართლე შეარჩია.
საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში მოსამართლეებად დაინიშნენ: ლაშა თავართქილაძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მანანა მესხიშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში, თეალეონიძე - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი ოსამართლეყვარლის მუნიციპალიტეტში, ნინო ბუაჩიძე - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, შოთაბიჭია - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მანუჩარ ცაცუა -ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფიო გაგნიძე - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში, ლევან დარბაიძე - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნანა კალანდაძე - სამტრედიის რაიონულისასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში და თეიმურაზ ქათამაძე - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხულოს მუნიციპალიტეტში.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების შედეგად მოსამართლეები სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ.