საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების სისტემაში დაინიშნა 4 ახალი მოსამართლე. ხათუნა ნადიბაიძე - ბოლნისის რაიონულ სასამართლოში; გიორგი ქაშაკაშვილი - ბათუმის საქალაქო სასამართლოში; გოჩა აბუსერიძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; შორენა ყავლაშვილი - ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში განახორციელებენ მოსამართლის უფლებამოსილებას.