ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

არსენა კალატოზიშვილი

არსენა კალატოზიშვილი

არსენა კალატოზიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1984 წლის 16 ნოემბერს ქ. თელავში.

განათლება

2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ი. ნონეშვილის სახელობის N 36 საჯარო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2009 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2006-2007 წლებში სტაჟირება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.

2007-2008 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და 2008 წლის 01 თებერვალს წარმატებით ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2015 წლის 28 სექტემბრიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება

2007 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად.

2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანად.

2008-2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწედ.

2009-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსად.

2011-2012 წწლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი.

2012-2013 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის დეკემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის რაიონულ სასამართლოში, ხოლო 2013 თებერვლიდან დაეკისრა საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2013 წლის მარტიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.