
შეხვედრის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ბოლო პერიოდში ამ მხრივ განხორციელებულ ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა იყო.
შეხვედრაზე დასმული კითხვები ეხებოდა სასამართლო რეფორმას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეხვედრის დასასრულს არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლებმა წარმატებით მიმდინარე რეფორმის გამო კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ იმსჯელონ სასამართლო რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე.
სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა და საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფა რეფორმის წარმატების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან და ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.