პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1965 წელს ქ. ახალქალაქში.
განათლება
1982 წელს დაამთავრა ქ. ახალქალაქის N 2 რუსული საშუალო სკოლა.
1989 წელს დაამთავრა მოსკოვის ჰიდრომელიორატიული ინსტიტუტის, ინჟინერ ჰიდროტექნიკის სპეციალობით.
2000 წელს დაამთავრა თბილსის ეკონომიურ-პედაგოგიური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, იურისტ-სამართალმცოდნის სპეციალობით.
გავლილი აქვს სხვადასხვა, მათ შორის სამოსამართლეო სემინარები და ტრენინგები.
სამუშაო გამოცდილება
1989-91 წლებში მუშაობდა ახალქალაქის - რაიონთაშორისო სამშენებლო გაერთიანებაში (სამშენებლოს ტრესტი) - საპროექტო ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.
1990 წელს მიიღო სახალხო სამეურნეო მმართველი სპეციალისტის კვალიფიკაცია თბილისის სახალხო სამეურნეო მართვის ინსტიტუტში.
1991-92 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონის კომერციული საწარმოების რეგისტრაციის კომისიის სპეციალისტად.
1992-97 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რაიონულ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად.
1997-2000 წლებში მუშაობდა ახალქალაქის წყალკანალის უფროსად.
1997 წელს დააფუძნა და ხელმძღვანელობდა ახალქალაქის კავშირი რეფორმების და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი, ამჟამად არაკომერციული იურიდიული პირი, მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულია ათზე მეტი პროექტი, მათ შორის ანტიკორუფციული და იურიდიული.
2000 წლის ფარგლებში დააფუძნა იურიდიული კონსულტაციის ცენტრი.
2002-2004 წლებში იყო ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის ახალქალაქის ბიუროს ხელმძღვანელი.
2004-2005 წლებში მუშაობდა იურისტად ''დემოკრატ მესხთა კავშირის" ახალქალაქის ცენტრში.
2006-2016 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007 წლიდან დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
2017 წლის მაისიდან არის ახალქალაქის რაიონული სასამართლის მოსამართლე.
2019 წლის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2022 წლის ივლისიდან დანიშნულია ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით.