2012 წლის 4 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაბეთის გაერთიანებული საემიროების, რას-ელ-ხაიმას (RAK) საემიროს დელეგაცია ეწვია, საემიროს მმართველი სასამართლოს და მართლმსაჯულების საბჭოს წარმომადგენლები.
გაიმართა შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანთან ვალერი ცერცვაძესთან და საბჭოს წევრებთან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმებსა და მის შედეგებზე, რამაც სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.
მართლმსაჯულების საბჭოს წევრმა ჯიჰად ქუზმარიმ გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლს საბჭოსა და რას-ელ-ხაიმას მართლმსაჯულების საბჭოს შორის შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების სურვილი და ქართველი კოლეგები სტუმრად მიიწვია.